ბანკნოტები ნომინალით 0 ევრო, რომელიც კარლ მარქსის 200 წლის იუბილესადმი მის მშობლიურ ქალაქ ტრირში გამოსცეს, ძალიან დიდი მოთხოვნით გამოირჩევა.
ამ დროისთვის უკვე გაყიდულია სუვენირი-ვალუტის 100 ათასი ეგზემპლარი, რომელზეც გამოსახულია თავად მარქსი.
სააგენტო dpa-ის ინფორმაციით, გერმანელი ფილოსოფოსის, სოციოლოგისა და ეკონომისტის გამოსახულებიანი კუპიურა 3 ევრო ღირს. მისი შეძენა სხვა ქვეყნებშიც არის შესაძლებელი, განსაკუთრებით კი მათზე დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა ჩინეთში.
შეკვეთის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 5 ეგზემპლარს. ხოლო მისი გადაგზავნა ფოსტის მეშვეობით 2 ევრო ჯდება.
იასამნისფერი შეფერილობის კუპიურები, რომლებიც 20-ევროიანი კუპიურის ზომისაა, ძალიან ჰგავს ნამდვილ ევროს. ის დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიით და დაცულია გაყალბებისგან.
შეგახსენებთ, კარლ მარქსი ტრირში 1818 წლის 5 მაისს დაიბადა. ის ამ ქალაქის ყველაზე ცნობილი პიროვნებაა და კომუნისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის იუბილეს აქ დიდი ღონისძიებებით აღნიშნავენ.
კოკა კვირკველია