საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს დაზუსტებული მონაცემებით, 1 888.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.6 პროცენტით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4 პროცენტით მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი 489.2 მლნ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.9 პროცენტია.
მას მოსდევს 302.6 მლნ ამერიკული დოლარით საფინანსო სექტორი, ხოლო მესამე ადგილზე მშენებლობაა. ამ სექტორში 2017 წელს 284.8 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
„საქსტატის“ ცნობით, 2017 წელს ჯამში, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 57.0 პროცენტი შეადგინა.