ელიავას ბაზრობის მეწილის განცხადებით, მერიასთან მიღწეული შეთანხმებით, ბაზრობა ადგილმდებარეობას აღარ შეიცვლის

ელიავას ბაზრობის მეწილის, ზაზა მეტრეველის განცხადებით, ბაზრობა ადგილმდებარეობას აღარ შეიცვლის, რაზეც დედაქალაქის მერიასთან შეთანხმება მიღწეულია.

როგორც მეტრეველმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, მიღწეული შეთანხმებით, „იქვე მოხდება მისი მოწესრიგება“.

„ბაზრობა დარჩება ჩვეულებრივად, თუმცა უნდა მოწესრიგდეს ადგილობრივად ტერიტორია. მიღწეულია ეს შეთანხმება და ახლა ვიღაცას რაღაც თუ გაახსენდება, სად ვდიოთ ყველას“, - განაცხადა მეტრეველმა.

ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას ბაზრობას და მიმდებარე ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავს.