ხე-ტყის გადამამუშავებელი 708 საამქროდან შესაბამისი რეგისტრაცია გავლილი 18-ს არ ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.
„საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულ იქნა ხე-ტყის გადამამუშავებელ 708 სახერხ საამქროში, მათგან 690-ს გავლილი ჰქონდა შესაბამისი რეგისტრაცია, ხოლო 18 შემთხვევაში სახერხ საამქროს არ ჰქონდა გავლილი სავალდებულო რეგისტრაცია. გამოძიება გრძელდება. ტარდება ინვენტარიზაციები და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.