რა პროექტის ნებართვა გააუქმა მერიამ წერეთელზე (+ფოტო)

თბილისის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობაზე გაცემული ნებართვა შეაჩერა, რომელიც მისივე მმართველობის პირობებში გაიცა.

საუბარია, 4-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის საკითხზე, რომელიც წერეთელზე, მე-12-13-15 კორპუსების მიმდებარედ, ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის ადგილზე მიმდინარეობდა.

bpn

როგორც კალაძემ განმარტა, ტერიტორია, სადაც ახალი მშენებლობა დაიგეგმა, სამ საცხოვრებელ კორპუსს შორის მდებარეობს და ადგილობრივების სრულიად სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.

bpn

მისივე თქმით, თბილისის მერიამ დიდუბეში, წერეთლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობაზე გაცემული ნებართვა შეაჩერა და მშენებელს სხვა, ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა.

bpn

აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით, განაცხადი მერიაში მიმდინარე წლის იანვარშია შეტანილი. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო 5-სართულიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი დროებითი დამქირავებლებისთვის.