პოზიცია უცვლელია, სასტუმრო „ველმონდმა“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) ხვალ, 18:00 საათზე საქმიანობა უნდა შეაჩეროს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სასტუმროს დარღვევების გამოსასწორებლად საკმარისი დრო ჰქონდა.
„სასტუმროს ადმინისტრაციას ჰქონდა ყველანაირი ვადა იმისთვის, რომ არათუ გამოესწორებინა კონკრეტული დარღვევები, არამედ ამ მიმართულებით სამუშაოების წარმოება მაინც დაეწყო. შესაბამისად, მოგვმართონ წერილით, განვიხილავთ, ეს სამომავლოდ სასაუბრო თემაა. ამ ეტაპისთვის ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ სასტუმრომ ექსპლუატაცია უნდა შეაჩეროს და ხვალ, 18:00 საათზე საქმიანობა შეაჩეროს. ჩვენი პოზიცია უცვლელია. ეს ეყრდნობა სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებას“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ველმონდის" (ყოფილი ლეოგრანდი) ადმინისტრაცია ითხოვს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება მისცენ.