1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5773 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5773 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6074 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0301 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9299 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9495 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0196 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.