მიმდინარე წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1,5 ლარით შემცირდა.კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 171,5 ლარს შეადგენდა, მაშინ, როცა მაისში ეს მაჩვენებელი 173.0 ლარი იყო.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4,3 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის ივნისში ეს მონაცემი 167,2 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, 2018 წლის ივნისში 1,3 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 151.9 ლარი შეადგინა, 2,4 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 290.2-ის ნაცვლად, 287,8 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის ივნისის მონაცემთან შედარებით, 7,4 ლარით არის გაზრდილი. 2017-ში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 280.4 ლარს შეადგენდა.
ქრისტინე გამთენაძე