საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს 20 აგვისტოს წარადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დაწყებამდე განაცხადა.5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გასულ თვეში გაათავისუფლეს. კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ: შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები. გუბერნატორი არ ჰყავს ასევე იმერეთსაც მას შემდეგ, რაც გივი ჭიჭინაძე შუალედურ არჩევნებში პარლამენტის დეპუტატი გახდა.