„საშინაო ვალთან დაკავშირებით გვჭირდება გრძელვადიანი სტრატეგიის ქონა, რომ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ"

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, საშინაო ვალის პრობლემის გადაჭრას გარკვეული სტრატეგია სჭირდება და ამჟამად მასზე მუშაობა მიმდინარეობს.ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ შემუშავდეს ხედვა და ეს საკითხი მოგვარდეს.

„შიდა ვალი გახლავთ ძალიან დიდი გამოწვევა და ბუნებრივია და არასერიოზული იქნება დღეს თქვენ ჩემგან გაიგოთ, რომ ამ მიმართულებით არსებობს რესურსი, რომ ეს პრობლემა ერთი ხელის მოსმით გადავჭრათ, მაგრამ ამ საკითხს აუცილებლად სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგიის ქონა, რომ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ. ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალება და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც ამ მიმართულებით დაგვეხმარებიან, რომ ეს სტრატეგია შეიქმნას, მაგრამ რაც შეეხება ამ პრობლემის გადაჭრას მოკლე ვადაში, ჩვენ ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს“,- განაცხადა ბახტაძემ.