ჩვენ აუცილებლად უნდა შევამციროთ მოწყვლადობის დონე გარეფაქტორების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.მანვე ამავე თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი.
„რაც შეეხება ზოგადად მაკროეკონომიკურ სიტუაციას, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეკონომიკა გაიზარდოს არა მხოლოდ მდგრადი კონტექსტით და ინკლუზიურად, არამედ ამავე დროს მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობის დონის შემცირება, მათ შორის საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით. ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. რაც შეეხება ლარის კურსს და ეროვნული ბანკის ქმედებებს ამ საკთხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი.
ჩვენი ამოცანაა, რომ ერთი მხრივ ვიყოთ ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ აუცილებლად უნდა შევამციროთ მოწყვლადობის დონე გარეფაქტორების მიმართ. ეს ორივე ამოცანა არ არის ადვილი, მაგრამ არის ურთიერთთავსებადი. ამაზე არაერთხელ გაცხადებულა, უამრავი არგუმენტი მომისმენია, რომ ორივე მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია, რაც რეალობას არ შეესაბამება. რაც მოხდა უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ამის კარგი მაგალითია“, - განაცხადა ბახტაძემ.