გაზსაცავის აშენება მოგვცემს საშუალებას, რომ რისკებისგან თავი დავიცვათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა.მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი იქნება გაზის იმ დროს შეძენა, როდესაც იაფია და ასევე 1.5 თვის სამყოფი გაზის მარაგის შექმნა.
„ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ რისკებისგან დავიცვათ თავი. გაზსაცავის აშენების შემდეგ ქვეყანას ექნება გაზის 1-1.5 თვის მარაგი. ეს პროექტი კომერციულადაც მომგებიანია, რადგან შევძლებთ, როცა გაზი იაფია, მაშინ ვიყიდოთ“, - განაცხადა ქობულიამ.
საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, აღნიშნულის გამო გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის 150 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება დაიდება.