სამხედრო აღლუმი ვაშინგტონის ცენტრში, რომლის ჩატარებაც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, ქვეყნის ბიუჯეტს, შესაძლოა, 92 მილიონი დოლარი დაუჯდეს, რაც მანამდე დასახელებულ თანხას 80 მილიონით აღემატება. ამის შესახებ ტელეარხ ABC-ს პენტაგონში საკუთარმა წყარომ აცნობა.მისი ინფორმაციით, აღლუმის ბიუჯეტი ჯერ კიდევ შესაძლოა შეიცვალოს, პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა კი ეს თანხა არ დაამტკიცა. სავარაუდოდ, 50 მილიონი პენტაგონის ბიუჯეტიდან, 42 მილიონი კი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან იქნება აღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობას 5-7 ათასი სამხედრო მიიღებს, გამოყენებული იქნება სამხედრო ტრანსპორტი და ავიაცია.