"გუდვილში" ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჰიპერმარკეტ "გუდვილში" ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, "კასტელ ჯორჯიას" მიერ დამზადებული 0,5 ლ შეფუთვით "HELLO KITTY"-ის 45 ბოთლი ლიმონათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა, ხოლო ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ჰიპერმარკეტი "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" შესაბამისად, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო 500 ლარით დაჯარიმდა.