კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია „ტექნო ალპინი“ ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სისტემას დაამონტაჟებს.ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
კომპანია "ტექნო ალპინსა" და „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის ხელშეკრულებას ხელი იტალიაში მოეწერა. სისტემა გუდაურში, მეორე სათხილამურო გზაზე დამონტაჟდება და ექსპლუატაციაში 2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე შევა.
მსოფლიოში ცნობილი კომპანია „ტექნო ალპინი“ ბაზარზე 1990 წლიდან მუშაობს და გათოვლიანების მსგავსი სისტემა 50-ზე მეტ ქვეყანაში აქვს დამონტაჟებული.