ქობულეთში, სოფელ წყავროკაში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მათ პროტესტის ნიშნად ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი კომპენსაციას და ბანკებთან შუამავლობას ითხოვენ.
მოსახლეობა აცხადებს, რომ თხილის ცუდი მოსავალი აქვთ და აგრო სესხების დაფარვას ვერ ახერხებენ. მოსახლეობის პროტესტს ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეუერთდნენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე ამბობს, ისინი აქციებს გააგრძელებენ და ხელისუფლებას მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდებენ.