განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სახელმძღვანელოების გრიფირების კუთხით მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს.
მისივე თქმით, ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება და ახლა საკითხს აუდიტის სამსახური სწავლობს.
„ახალი მენეჯმენტის მოსვლის პირველივე დღიდან დავაფიქსირეთ ის ხარვეზები, რომელიც ამ სფეროში ხდება. ვფიქრობთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არის მნიშვნელოვანი ხარვეზები. პირველივე დღიდან აუდიტს დავავალეთ, რომ ეს საკითხი შეისწავლოს და დღესაც გამომცემლებთან ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულები არიან, სწავლობენ. ვფიქრობთ, რომ აუდიტის შედეგების საფუძველზე გვექნება კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.