ახმეტის მუნიციპალიტეტში დილიდან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ღამით მოსულმა სეტყვამ სოფელი მატანი, ქისტაური და ახშანი მნიშვნელოვნად დაზარალა. განადგურებულია ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნათესები.
ახმეტის მერის ინფორმაციით, ზოგიერთ სოფელში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, თუმცა ძირითადი ზარალი დასეტყვილი მოსავალია.
იოსებ ქარუმაშვილის თქმით, სტიქის ზონაში ზარალის დამთველელი კომისია მუშაობს და რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება, ამ ეტაპზე უცნობია. მოსახლეობაა დახმარებას ითხოვს.