Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები დაასახელა

ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები დაასახელა. გამოცემის მონაცემებით, პირველი ადგილი მსახიობმა სკარლეტ იოჰანსონმა დაიკავა.მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში 40,5 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო, შედეგად კი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალის ტიტული ერგო.

იოჰანსონის შემოსავლებში ლომის წილი მიუძღვის მის მიერ შესრულებულ შავი ქვრივის როლს Marvel-ის ბლოკბასტერში „შურისმაძიებლები 3“, რომელმაც 2 მილიარდ დოლარზე მეტის სალარო შემოსავალი მიიღო. ამ ფილმიდან მიღებულმა ჰონორარმა მსახიობის ბოლო 1 წლის შემოსავლები გააოთხმაგა.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ანჯელინა ჯოლი 28 მილიონით, რომელიც რეიტინგს Maleficent 2-ის დიდ ეკრანებზე დაბრუნებით არის გამოწვეული. მესამეა ჯენიფერ ანისტონი 19,5 მილიონით, რომლის შემოსავლების ლომის წილი ამჯერად რეკლამაზე მოდის.

წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების Top-10

10. გალ გადოტი – 10 მილიონი

9. მელისა მაკარტი - $12 მილიონი

8. ქეით ბლანშეტი - $12.5 მილიონი

7. ჯულია რობერტსი - $13 მილიონი

6. მილა კუნისი - $16 მილიონი

5. რიზ ვიზერსპუნი - $16.5 მილიონი

4. ჯენიფერ ლოურენსი - $18 მილიონი

3. ჯენიფერ ანისტონი - $19.5 მილიონი

2. ანჯელინა ჯოლი - $28 მილიონი

1. სკარლეტ იოჰანსონი - $40.5 მილიონი

კოკა კვირკველია