საბერძნეთი საერთაშორისო ფინანსური დახმარების პროგრამიდან გავიდა

საბერძნეთმა 3 წლის შემდეგ ევროზონის ფინანსური დახმარების პროგრამა წარმატებით დაასრულა.

შესაბამისად, ის საერთაშორისო ფინანსური დახმარების პროგრამიდან გავიდა. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის სტაბილიზაციიის მექანიზმის (ESM)-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საბერძნეთმა ოფიციალურად დაასრულა მაკროფინანსური დახმარების სამწლიანი პროგრამა, რომელიც წარმოდგენილი იყო ESM-ის მიერ და წარმატებით განახორციელა პროგრამიდან გასვლა. დღეს ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით დავასრულოთ ESM-ის პროგრამა ახალი დამატებითი დახმარების პროგრამების ამუშავების გარეშე, ვინაიდან პირველად 2010 წლის შემდეგ საბერძნეთს შეუძლია მყარად იდგეს ფეხზე“, - წერია განცხადებაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამის მიღწევა მოხერხდა ბერძენი ხალხის თავდადებული მონდომებით და ამჟამინდელი ხელისუფლების მჭიდრო და კარგი თანამშრომლობით ევროპელ მოკავშირეებთან.

შეგახსენებთ, საბერძნეთის დახმარების პროგრამა ევროკავშირმა 2010 წელს შემოიღო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროზონის ქვეყნებმა მიიღეს სამი განსხვავებული სამწლიანი გეგმა საკრედიტო მხარდაჭერისთვის, პასუხად კი მკაცრი საბიუჯეტო დისციპლინა მოითხოვეს. პირველი ორი პროგრამა ბოლომდე არ დასრულებულა, ისე მოხდა მათ ბაზაზე ახალი მესამე პროგრამის შემუშავება.

კოკა კვირკველია