ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, შპს „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს“ ორგანიზებით, პოლიეთილენის ნარჩენებისთვის განკუთვნილი ლითონის კონსტრუქციის ახალი ბადურები განთავსდა.
როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტიდან იუწყებიან, ამ ეტაპისთვის, რუსთაველის ქუჩაზე ახლით ათი ერთეული ძველი ურნების ჩანაცვლება მოხდა.
გამოცვლილი ურნები კი ქალაქის სხვადასხვა უბნებზე გადანაწილდა.
პოლიეთილენის ბოთლებისთვის განკუთვნილი ლითონის კონსტრუქციის ბადურების დადგმა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადგილებში მომავალშიც გაგრძელდება.