2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.4%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 051.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.4 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ექსპორტი 1 871.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (28.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 180.8 მლნ აშშ დოლარს (22.9 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ივლისში 3 309.8 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.9 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 332.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.