სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა 26%-ით, დსთ-ს სივრცეში 33.5%-ით გაიზარდა.
კერძოდ, 2018 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 417.7 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 20.2 პროცენტით აღემატება
წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს.
იმპორტმა 1 536.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (27.2 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 953.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 25.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ივლისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 33.8 პროცენტით განისაზღვრა.
ამასთან, 2018 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 872.9 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 52.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 46.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 1 513.7 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა (24.7 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.2 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 386.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 33.5 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ივლისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 19.4 პროცენტი იყო.