საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყანა ისევ თურქეთია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყანა ისევ თურქეთია.

ამასთან, 2018 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (828.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (520.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (505.5 მლნ. აშშ დოლარი).

თურქეთი საქართველოს საექსპორტო ქვეყნების ათეულშიც შედის, წელს 7 თვეში თურქეთში ექსპორტმა 172 609.8 დოლარი შეადგინა.

10 უმსხვილესი საიმპორტო ბაზარი ასე გამოიყურება:

bpn