თურქეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის წინააღმდეგ საქმის წარმოებას რუსეთთან და სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად დაიწყებს.
ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში წერია.
„ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო პროცესი მსო-ში ამერიკის მხრიდან რკინასა და ალუმინზე დამატებითი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით. ჩვენთან ერთად მსო-ში აშშ-ის წინააღმდეგ პროცესს ასევე აწარმოებენ ევროკავშირი და ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი, შვეიცარია, ნორვეგია, კანადა, რუსეთი და მექსიკა. აღნიშნულ პერიოდში ზემოთმოყვანილ ქვეყნებთან ერთად ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ექსპორტიორებისა და ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვას“ - წერია კომუნიკეში.
შეგახსენებთ, თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპმა თურქეთიდან იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე საბაჟო ტარიფები 20 და 50 პროცენტამდე გაზარდა. ამან თურქული ლირას მკვეთრი ვარდნის პროვოცირება მოახდინა. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა კი ამ ორ ქვეყანას შორის არის ადამიანის უფლებების დარღვევა თურქეთში და ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის დაკავება.
კოკა კვირკველია