მეტროს დაემატა 4 ახალი მატარებელი. 2 ახალ და 2 ძველ ხაზზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ახალი შემადგენლობების დამატების გამო, გაიზარდა მემანქანეების რაოდენობაც.
„მეტროს დაემატა 4 ახალი მატარებელი. 2 ახალ ხაზზე, ხოლო 2 ძველ ხაზზე. ამის შედეგად გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი. იმის გამო, რომ დაემატა 4 ახალი შემადგენლობა, ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდა დამატებითი პერსონალი, რომელიც ასევე გადავამზადეთ. მეტროში გავზარდეთ მგზავრთა მომსახურება, განხორციელდა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რელსების მოდერნიზება, დაემატა მეტროს შემადგენლობები და ასევე დაემატა რამდენიმე მემანქანე. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განვაცხადეთ, რომ ყოველ წელს მეტროს უნდა დაემატოს 4 ახალი შემადგენლობა და შესაბამისად, დაემატებიან მემანქანეებიც,“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.