აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 23 აგვისტოს გამოაცხადებს პრინციპული მიღწევის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც მექსიკასთან NAFTA-ს საკითხებში მიაღწია.ამის შესახებ Politico საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება, მწვანე შუქს აუნთებს კანადას კონსულტაციების გაგრძელებაზე, ხელშეკრულების თავიდან გაფორმებისთვის. ჯერ მოლაპარაკებები ვაშინგტონში ორმხრივ ფორმატში მიმდინარეობს, ხოლო მექსიკასა და ამერიკას შორის შეთანხმების სხვა დეტალები ჯერ არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, 16 აგვისტოს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ დათანხმდება ხელშეკრულების თავიდან გაფორმებას, თუ მასში მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოხდებოდა, რომელიც ამერიკის ინტერესებს პასუხობს.
აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 1992 წელს გაფორმდა, ის ძალაში 1994 წელს შევიდა. ხოლო დონალდ ტრამპის მოთხოვნით მხარეებმა დაიწყეს კონსულტაციები მისი ხელახლა გაფორმებაზე ახალი პირობებით.
კოკა კვირკველია