კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის ძირითადი მოთამაშეები სექტემბერში არგუსის კონფერენციაზე თბილისში შეიკრიბებიან

გლობალური დამოუკიდებელი სააგენტო „არგუს მედია“ მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას „არგუს კასპიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის 2018“, რომელიც 12-13 სექტემბერს თბილისში გაიმართება.მეხუთე წელს, კონფერენცია აერთიანებს ნავთობის, პროდუქტების, მინერალური სასუქების, ნაყარი და ზოგადი ტვირთების, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიების, ქარხნებისა და ტერმინალების წარმომადგენლებს, ასევე მოვაჭრეებსა და ნავთობის მყიდველებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს ღონისძიება არის წამყვანი საერთაშორისო ბიზნესპლატფორმა, რომელზეც ხდება ბაზრის წინაშე არსებული ძირითადი საკითხების განხილვა და კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირება.

დისკუსიის ძირითად თემებს შორისაა:

• ტვირთების დინამიკა კასპიის და შავი ზღვის რეგიონში: ტენდენციები და შესაძლებლობები

• აზერბაიჯანის და საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი: სატრანზიტო ტვირთების ნაკადები და განვითარების პოტენციალი, ნავთობ-ტვირთების გადაზიდვის პერსპექტივები

• სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნები: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩრდილოეთი-სამხრეთის, ჩინეთი-ევროპის სატრანსპორტო მარშრუტები

• სატარიფო პოლიტიკის მოქნილობა და ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან აღმოსავლეთ ევროპაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის საშუალებით კონტეინერული გადაზიდვების მზარდი მნიშვნელობა

• კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის მინერალური სასუქების ექსპორტის პოტენციალი: კვლევა აზერბაიჯანსა და საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების შესახებ.

დარგის წამყვანი გამომსვლელები:

დავით ჩირაძე, დირექტორი, GR Transit

ნუგზარ ქათამაძე,

მმართველი დირექტორი, Petrocas Energy Group

რაჰმეთოლა კუდაიბერგენოვი, გენერალური მდივანი, საერთაშორისო ასოციაცია „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი“

დავით ფერაძე, აღმასრულებელი დირექტორი, „საქართველოს რკინიგზა“

ჯაბა თარიმანიშვილი, ბიზნესის განვითარების დირექტორი, Trans Logistic LLC

ჟასლან ხამზინი, აღმასრულებელი დირექტორი, KTZE-Khorgos Gateway

მამუკა მერკვილაძე, დირექტორი, GR Logistics & Terminals

სანჯარ მატკარიმოვი, ფინანსური დეპარტამენტის მენეჯერი, Wondernet Express

ნურჟან ალფისპეკოვი, უფროსი მენეჯერი, მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემის დეპარტამენტი, KTZ Express

ეზიზმურად ანნამურადოვი, წარმომადგენელი თურქმენეთში, TransCaspianLogistics

bpn

ასევე შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები:

LAM Group of Shipping Companies, უკრაინის რკინიგზა, PKP LHS, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, Maritime Ports Administration Constanta

კონფერენციის რეგულარულ მონაწილეებს შორის არიან: ბათუმის ნავთობტერმინალი, ბათუმის საზღვაო პორტი, საქართველოს რკინიგზა, თურქმენეთის სარკინიგზო ტრანსპორტის სამინისტრო, Dragon Oil, Extol Trading, Gr Logistics & Terminals, Gr Transit, Gr Transit Line, Gulf Georgia, Maddox, Petrocas Energy Group,Socar, Tofoil, Tracia Trading, Turkmen Petroleum Products Trade, Vitol, Wise Link Holdings, KMGK, MRP-Tanker, Tengizchevroil.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

+ 7 495 933 7571

moscowconferences@argusmedia.com

ორგანიზატორის შესახებ

„არგუს მედია“ არის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია, რომელშიც 900 ადამიანი მუშაობს. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში. „არგუს მედიას“ აქვს 21 ოფისი მსოფლიოს ძირითად სასაქონლო სავაჭრო და საწარმოო ცენტრებში. კომპანიები მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყნიდან იყენებენ „არგუსის“ ფასებს ფიზიკური ვაჭრობის ინდექსისთვის, ფინანსური დერივაციული ბაზრების კრიტერიუმების სახით, ასევე ანალიზისა და დაგეგმვის მიზნით.

(R)