აშშ-მა ჩინეთში წარმოებულ საქონელზე ახალი საბაჟო გადასახადები დააწესა. იმ საქონლის საერთო ღირებულება, რომელზეც საბაჟო გადასახადები ვრცელდება, 16 მილიარდ დოლარს შეადგენს.ახალი საბაჟო გადასახადები ჩინეთში წარმოებულ 279 სახეობის საქონელს ეხება.
აღსანიშნავია, რომ ივლისის დასაწყისში ვაშინგტონმა საბაჟო გადასახადების პაკეტის პირველი ნაწილი შემოიღო, რომელიც 50 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელს შეეხო. ამის შემდეგ ჩინეთში საპასუხო ზომები მიიღეს.
ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-ს ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ პეკინს საპასუხო ზომების შემოღების გარდა სხვა გზა არ დარჩა.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ს ქმედებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს არღვევს.