კომპანია Google-ის ქვედანაყოფმა Unskippable Labs-მა ფალსიფიცირებული პიცის ბრენდი Doctor Fork-ი შექმნა, რათა შეემოწმებინა YouTube-ისთვის რეკლამის შექმნის არსებული სტერეოტიპები.
როგორც TechCrunch-ი წერს, არარსებული ბრენდის განვითარებისთვის კომპანიამ 33 სარეკლამო რგოლი შექმნა და ისინი ვიდეო პლატფორმაზე განათავსა. ჯამში რეკლამამ YouTube-ზე 20 მილიონი ნახვა დააგროვა.
ამ ვიდეორგოლებს აერთიანებდათ ის, რომ ისინი არღვევდნენ სარეკლამო დამკვეთების წარმოდგენებს საკვები პროდუქტების განვითარებაში. Unskippable Labs-ის კრეატიულმა დირექტორმა ბენ ჯონსმა გამოცემას ასეთი მაგალითი მოუყვანა: როგორც წესი, რეკლამაში მიღებულია არ იყოს ნაჩვენები საკვების რეკლამა, რომელშიც ადამიანები უყურებენ კამერას და ღეჭავენ საკვებს. Google-მა კი დაარღვია ეს და სხვა სტერეოტიპები, რათა გაეგო როგორ მუშაობენ ისინი.
გამოცემა დასძენს, რომ კომპანიას სურდა გაერკვია, როგორი რეაქცია ექნებოდათ მაყურებლებს საკვების რეკლამაში სენსორულ გზავნილებზე და ასევე რამდენი ადამიანი უნდა იყოს კადრში და რა უნდა აკეთონ მათ. YouTube-ზე რეკლამის განთავსებამ კი შესაძლებლობა მისცა კომპანიას არ შეეზღუდა თავი ფოკუს ჯგუფებით, როგორებშიც ცდის ხოლმე მსგავს სიახლეებს.
ექსპერიმენტის შედეგად Google მივიდა დასკვნამდე, რომ საკვების რეკლამაში ღირს აუდიო და ვიზუალური სიგნალების გამოყენება, ასევე ტექსტის გამოყენება, რომელიც რეკლამის ეფექტს კიდევ უფრო ზრდის. კიდევ ერთი დასკვნა ამ ექსპერიმენტიდან - მაყურებელს მოსწონს ჭამის ნახვა საკვების რეკლამაში.
კოკა კვირკველია