ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ იმას, რომ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით ვითანამშრომლოთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მერკელის თქმით, მთავარი სიმართლეა ის, რომ რუსული გაზის მიღება ევროპისთვის უფრო იაფია ვიდრე, სხვა ქვეყნის.
„ცივი ომის დროსაც ევროპას და რუსეთს, მაშინ საბჭოთა კავშირს, მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ენერგო მიმართულებით. ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ იმას, რომ ვითანამშრომლოთ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც ისეთი ქვეყანაა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გაზის მიღება, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ამ გაზის მიღება არ არის იგივე ფასად შესაძლებელი, როგორც რუსული გაზის მიღება. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს, იქნებ გადავწყვიტოთ პრობლემა უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით და ეს იქნება ადამიანებისთვის მომგებიანი",-განაცხადა მერკელმა.