ანგელა მერკელი - საქართველო უკრაინასთან ერთად დანამდვილებით არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ საქართველოს უკრაინასთან ერთად აქვს ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა. ამის შესახებ მერკელმა სტუდენტებთან შეხვედრაზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხებოდა.

"რაც შეეხება გერმანიის პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, ეს არ არის ახალი ინიციატივა. ჰაიკომ მაასმა მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან კარგი ურთიერთობა - ის არის ევროკავშირის მეზობელი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მაგრამ საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა უკრაინასთან ერთად, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა. უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენ გამოვყოფთ იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას მომავალში",-განაცხადა მერკელმა.