ბათუმის პორტში 13154,4 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ტვირთი აღმოაჩინეს

ბათუმის პორტში 13154,4 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ტვირთი აღმოაჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 20 აგვისტოს, ფრანგული სანომრე ნიშნით საქართველოს მოქალაქის რ.ტ.-ს სახელზე შემოსული, მცირე სატვირთო ავტომანქანის დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები, ასევე ალკოჰოლური სასმელები, მეორადი ტანსაცმელი აღმოაჩინეს. ტვირთის საბაჟო ღირებულებამ 13154,4 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით 13154,4 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.