გერმანული ავტომწამროებელი Daimler-ი საკუთარ ქვეყანაში 280,000 დიზელისძრავიან Mercedes-Benz-ს უკან გაიწვევს.აღნიშნული კომპანიის მიერ ევროპის მასშტაბით გაცხადებული 690,000 ავტომობილის გაწვევის ფარგლებში მოხდება.
როგორც საქართველოში Mercedes-ის ოფიციალური წარმომადგენლობა „აკა მერსედესში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მსგავსი შეტყობინება კომპანიაში არ მისვლიათ, შესაბამისად, მათი არცერთი ავტომობილი დახარვეზებული არ არის.
საუბარია დიზელისძრავიან ავტომობილებში გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობაზე, მარეგულირებლის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოებულ დიზელისძრავიან ავტომობილებში სავარაუდოდ, უფრო მაღალია გამონაბოლქვში ნიტროგენის ოქსიდების (NOx) გამოყოფა, გამოსაბოლქვ სისტემაში არსებული მოწყობილობა კი მის რეალურ მაჩვენებელს აყალბებს.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2017 წელს გამოაცხადა Daimler-მა, რომ დარღვევის აღმოჩენის შემხთვევაში სამ მილიონამდე ავტომობილს გაიხმობდა უკან.
რაც შეეხება ამ გაწვევას, კომპანია უკან იხმობს შემდეგ მოდელებს:
• Vito with 1.6-liter დიზელის ძრავი ( ძრავი OM 622)
• C-Class with 1.6-liter დიზელის ძრავი (ძრავი OM 626)
• ML / GLE / GL / GLS with 3.0-liter დიზელის ძრავი (ძრავი OM 642)
• GLC with 2.2-liter დიზელის ძრავი (ძრავი OM 651)
• V-Class with 2.2-liter დიზელის ძრავი (ძრავი OM 651)
გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიას შესაძლოა, ცალკეული სხვა მოდელების გაწვევაც მოუწიოს. კომპანია აცხადებს, რომ გასაწვევ ავტომობილებს შორის მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოებული მოდელები მოექცევა.
ამასთან, გარდა სერვისცენტრებისა, ის მოქალაქეებს სთავაზობს ონლაინ კონსულტაციასაც, იმის გასაგებად, ეხება თუ არა გაწვევა მათ ავტომობილს.
საქართველოში Mercedes-ის ოფიციალური წარმომადგენლობის „აკა მერსედესის“ გაყიდვების მენეჯერის სალომე გაბელიას თქმით, როგორც წესი, მსგავსი შეტყობინება ყველა ქვეყნის ოფისს ერთდროულად ეგზავნება, მათთან კი მსგავსი შეტყობინება არ შესულა. შესაბამისად, საქართველოდან დიზელზე მომუშავე არცერთი ავტომობილი უკან არ გაუწვევიათ.
„ჩვენს ავტომობილებს ეს არ ეხება. ჩვენთან გაწვევის შეტყობინება დიზელისძრავიან არცერთ ავტომობილზე არ მოსულა. სავარაუდოდ, აღარ მოვა, რადგან თუ რომელიმე ავტომობილს აქვს ხარვეზი და საგარანტიო პირობების მიხედვთ საჭიროებს შეცვლას, შეტყობინება მალევე მოდის“, - აცხადებს სალომე გაბელია.
კოკა კვირკველია