2017 წლის ბოლოდან ამ დრომდე ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანია Apple-მა ელექტრომობილების მწარმოებელი ასევე ამერიკული კომპანია Tesla-ს ათეულობით ყოფილი თანამშრომელი თავისთან დაასაქმა.
ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC Tesla-ს თანამშრომლების მონაცემებზე და კომენტარებზე დაყრდნობით წერს სოციალურ ქსელ LinkedIn-ში .
ტელეკომპანიის ცნობით, 2018 წელს Apple-მა ილონ მასკის ყოფილი 46 თანამშრომელი აიყვანა თავისთან. მათ შორის არიან ინჟინრები, ტექნოლოგები, უსაფრთხოების სპეციალისტები და საპროგრამო უზრუნველყოფის კადრები, ასევე მიწოდების ორგანიზების ექსპერტები. როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ეს სპეციალისტები კომპანიას არამხოლოდ მისი თვითმავალი ავტომობილის პროექტ Titan-ზე სამუშაოდ, არამედ დისპლეების, პროგრამული უზრუნველყოფის, ოპტიკისა და აკუმლატორების წარმოებისთვის სჭირდება.
რაც შეეხება ერთი კომპანიიდან მეორეში გადასვლის მიზეზებს, სახელდება მეტად მიმზიდველი პროდუქცია და კონკურენტული ანაზღაურება. ცნობილი ხდება, რომ Apple-ში Tesla-ზე სულ ცოტა 1,5-ჯერ მაღალი ხელფასებია.
კოკა კვირკველია