ტრამპის განცხადებით, უკვე „ყელამდეა“ ჩინეთის სავაჭრო ქმედებებით

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის მრჩეველებს განუცხადა, რომ „ყელში ამოუვიდა“ ჩინეთის სავაჭრო ქმედებები და ამ მიმართულებით მათი პოლიტიკური კურსის ცვლილება სურს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი თეთრ სახლში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის აზრით პეკინი ცდილობს მის დასჯას პოლიტიკური თვალსაზრისით კონგრესის არჩევნების დროს, რომელიც ნოემებრში გაიმართება. ქვეყნის ხელისუფალის განცხადებით, ჩინეთს საბაჟო გადასახადი შემოაქვს იმ შტატების სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, სადაც მან 2016 წელს საპრეზიდენტო არჩვენებზე უპირობოდ გაიმარჯვა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი წინამორბედები ყურადღებას არ აქცევდნენ ჩინეთთან სავაჭრო პოლიტიკას და პრეზიდნეტს სურს შევიდეს ქვეყნის ისტორიაში და შეცვალოს ის.

პარასკევს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა შეწყვიტა ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის პროცესში მხარდაჭერა, სწორედ შტატებთან სავაჭრო საკითხებში უთანხმოების გამო. ერთი დღით ადრე კი ამოქმედდა ჩინურ პროდუქციაზე 25%-იანი საბაჟო ტარიფები, ამჯერად 16 მილიარდი დოლარის მოცულობის ნაწარმზე. ამ ჩამონათვალში 279 დასახელების ჩინური პროდუქტი შევიდა.

იმავე დღეს ჩინეთის ხელისუფლებამ საპასუხო ზომები მიიღო და ასევე 25%-ით გაზარდა საბაჟო ტარიფები ასევე 16 მილიარდის მოცულობის ამერიკულ პროდუქციაზე.

კოკა კვირკველია