მიმდინარე წლის პირველი ნახევრის განმავლობაში გერმანიას ქვეყნის გაერთიანების შემდეგ რეკორდულად მაღალი პროფიციტული ბიუჯეტი აქვს.
ამის შესახებ მოწმობს ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის - Destatis-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
ქვეყნის კონსოლიდირებული ბიუჯეტის დადებითმა სალდომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში შეადგინა 48,1 მილიარდი ევრო, რაც 18,3 მილიარდით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
„ბიზნესისთვის სასურველი გარემო და ხარჯების შემცირების პოლიტიკამ ხელი შეუწყო პროფიციტის ფორმირებას, რომელმაც შეადგინა მშპ-ს 2,9%“, - წერია Destatis-ის ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბიუჯეტის დადებითი სალდო უკვე ზედიზედ ხუთი წელია ფიქსირდება.
კოკა კვირკველია