უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა უკვე 1000 დღე-ღამეზე მეტია, რაც რუსული გაზის გარეშეა.მისივე თქმით, რუსეთს უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევს.
„ჩვენ უკვე ვერ მოგვიმწყვდევენ კუთხეში და ვერ დაგვაჩოქებენ რუსები თავიანთი გაზის შანტაჟით“, - განაცხადა მან დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში მაღალი წნევის გაზსადენის გახსნის ცერემონიალზე.
ამავე ღონისძიებაზე მან დარწმუნებით თქვა, რომ რუსეთი მის ქვეყანას 4,6 მილიარდ დოლარს გადაუხდის იმ ზიანისთვის, რომელიც ამ ქვეყანას მიადგა. განაჩენი კი გამოტანილია სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ გავიდა 1000 დღე მას შემდეგ, რაც უკრაინა რუსული გაზის გარეშე ცხოვრობს ემბარგოს პირობებში, რომელიც რუსეთმა დააწესა.
როგორც ცნობილია, 2018 წლის 28 თებერვალს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება რუსულ „გაზპრომსა“ და უკრაინულ „ნეფტოგაზს“ შორის არსებულ დავაზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტს შეეხებოდა. სასამართლომ „გაზპრომს“ დააკისრა გადაუხადოს „ნეფტოგაზ უკრაინას“ 4,63 მილიარდი დოლარი, გაზის არმიწოდების გამო, რომელიც განკუთვნილი იყო ტრანზიტისთვის.
კოკა კვირკველია