Moody's: აშშ-ს სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს

რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს - ასეთ პროგნოზს აკეთებს სარეიტინგო სააგენტო Moody's.

„ახალი ამერიკული სანქციები, რომლებიც ახლა ამოქმედდა, რუსეთის ეკონომიკაზე უმნიშვნელო ზემოქმედებას იქონიებს, თუმცა წლის ბოლოსკენ დაგეგმილი უფრო მკაცრი ზომები რისკს წარმოადგენს ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის“ - წერია Moody's-ის პროგნოზში.

შეგახსენებთ, ამერიკის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალის მოწამვლის მცდელობის გამო დაუწესა. სანქციების პირველი ნაწილი უკრძალავს რუსეთს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე გატანას, რომელიც დაკავშირებულია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სფეროსთან. ასევე იმ ტიპის ელექტრონიკის მიწოდებას, რომელიც დაკავშირებულია სანავთობო მრეწველობასთან. ამასთან, შტატები გეგმავს რამდენიმე გამონაკლისის დაშვებას, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებასთან არის დაკავშირებული და ეხება კოსმოში ფრენებს და კავშირშია კომერციული ფრენების უსაფრთხოებასთან.

კოკა კვირკველია