რამდენი ავარიული კორპუსის გამაგრებას გეგმავს თბილისის მერია წლის ბოლომდე

2018 წლის ბოლომდე თბილისის მერია 32 ავარიული კორპუსის გამაგრებას გეგმავს.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან მოთხოვნილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სულ ავარიული კორპუსების გასამაგრებლად 15 985 114 ლარია გამოყოფილი.

მათივე  ცნობით, თბილისის მასშტაბით ასევე ხორციელდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა, კლდეებიდან ავარიული კლდოვანი ფენის მოხსნის და ჩამოშლილი კლდოვანი გრუნტის მასის გასუფთავება, თბილისის მასშტაბით საფეხმავლო ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები და სხვა წვრილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

თბილისის მერიის ცნობით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე 2018 წელს სულ 130 მილიონის დახარჯვაა განსაზღვრული.