სექტემბერში კომპანია Apple ტრადიციისამებრ ახალ სმარტფონებს და რამდენიმე სხვა მოწყობილობას წარადგენს.
წინასწარი ინფორმაციით, მოწყობილობების პრეზენტაცია 12 სექტემბერს გაიმართება. როგორც მოსალოდნელია კომპანია ერთდროულად სამ ახალ სმარტფონს წარმოადგენს, რომელთა შესახებ გარკვეული ინფორმაციები Bloomberg-მა მოიპოვა.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალ სმარტფონებზე მუშაობა კოდური სახელწოდებით - D32, D33 და N84 მიმდინარეობს, ხოლო მათი საბოლოო დასახელება ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კომპანიაში რამდენიმე ვარიანტი განიხილება. უკვე ცნობილია, რომ მოდელი D32 წარმოადგენს განახლებულ iPhone X-ს 5,8-დიუიმიანი OLED-დისპლეით, რომელიც მიიღებს ახალ პროცესორს და გაუმჯობესებულ კამერას. სმარტფონი D33 მიიღებს 6,5 დიუმიან OLED-დისპლეის და იქნება ყველაზე დიდი სმარტფონი კომპანიის ისტორიაში.
რაც შეეხება მოდელს N84, ეს იქნება 6,1-დიუმიანი სმარტფონი, რომელიც გარეგნულად დაემსგავსება iPhone X-ს, თუმცა მიიღებს LCD-ეკრანს და ალუმინის ჩარჩოს. ეს მოდელი იქნება ამ სამს შორის ყველაზე დაბალფასიანი და მიიჩნევა iPhone 8-ს მემკვიდრედ. ასევე ცნობილია, რომ ის სხვადასხვა ფერში გამოვა.
სამივე სმარტფონი მიიღებს ჟესტებით მართვის ფუნქციას, რომელიც კომპანიამ პირველად iPhone X-ში დანერგა, ასევე სახის ამომცნობ ფუნქციას, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში დიდი ზომის მოდელები მიიღებენ სხვადასხვა ზომის სიმბარათების მხარდაჭერას.
გარდა სმარტფონებისა, სექტემბერში კომპანია ასევე წარმოადგენს ახალ AirPods, საფენს უსადენო დამტენისთვის AirPower, Apple Watch-ის ახალ თაობას, ასევე განახლებულ პლანშეტებს iPad Pro, რომლებიც ასევე მიიღებენ სახის ამომცნობ ფუნქციას Face ID.
კოკა კვირკველია