Toyota Uber-ში 500 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია Toyota Uber-ში 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ამის მიზანია მასთან ერთობლივად თვითმავალი ავტომობილის პროექტზე მუშაობა.

როგორც ცნობილია, Uber-ის გეგმაშია მოდელ Toyota Sienna-ს ავტონომიური ტექნოლოგიით აღჭურვა და 2021 წლიდან მისი გზებზე ტესტირების დაწყება.

ეს შეთანხმება იაპონურ კომპანიას ხელს აძლევს პარტნიორული შეთანხმება იქონიოს ისეთ კომპანიასთან, რომელიც ამ მიმართულებით ყველაზე უკეთ ვითარდება. ამასთან, თვითმავალ ავტომობილებზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ და ეს სეგმენტი სულ უფრო მზარდია. მაგალითად, კომპანიამ Waymo უკვე შეისყიდა ავტომობილები Chrysler და Jaguar Land Rover-ისგან.

კომპანიების ეს უკანასკნელი შეთანხმება დაფუძნებულია მათ შორის ჯერ კიდევ იანვარში მიღწეულ შეთანხმებაზე, რა დროსაც მათ წარმოადგინეს კონცეპტუალური მოდელი e-Palette, რომელიც იყო ავტონომიური ავტომობილი სხვადასხვა დანიშნულებისთვის. ამჟამად კი Uber-ში ამ ტიპის ავტომობილების სრულყოფისთვის ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

კოკა კვირკველია