გერმანიის ხელისუფლებაში თურქეთისთვის ექსტერნად ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავენ.
ეს ყველაფერი კი თურქეთში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე განიხილება, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას რეგიონს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, გერმანიისა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შორის კონსულტაციები ამ ეტაპზე ადრეულ სტადიაზეა და საბოლოოდ შესაძლოა, ვერც მივიდეს შედეგამდე. როგორც გაზეთი წერს, კონკრეტულად საუბარია ანკარასთვის ფართო ფინანსური დახმარების პაკეტზე, რომელიც შეთანხმებული იქნება ევროკავშირის ყველა წევრის მიერ, ან შეზღუდულ ტრანშებზე, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული სფეროების დასახმარებლად.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანია შიშობს, რომ თურქეთის ეკონომიკური პრობლემები და ლირას კურსის ვარდნა ნეგატიურ გავლენას იქონიებს ევროპული ქვეყნების ეკონომიკაზე, ასევე შესაძლოა, გამოიწვიოს არასტაბილური ვითარება რეგიონში და ევროკავშირის მიმართულებით ახალი საემიგრაციო ტალღის პროვოცირება მოახდინოს.
შეგახსენებთ, გასული თვის განმავლობაში თურქეთში ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა, რაც დაკავშირებული იყო, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც თურქეთიდან იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე 20 და 50 პროცენტით გაზარდა საბაჟო ტარიფები. ამ სიტუაციაზე დამატებით ზეწოლა მოახდინა თურქეთში პასტორის ანდრიუ ბრანსონის დაკავებამ.
კოკა კვირკველია