კომპანიებმა Nestle-მ და Starbucks-მა დაასრულეს შეთანხმება, რომელიც შვეიცარულ კომპანიას უვადოდ აძლევს უფლებას, გაყიდოს ამ ამერიკული ყავახანის მიერ წარმოებული ყავა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
როგორც Nestle-ს საიტზე წერია, აღნიშნული ხელშეკრულების შედეგად კომპანიები დაიწყებენ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სახის ყავის სორტირების მიმართულებით, ასევე ხსნადი ყავებისა და ყავის კაფსულების მიმართულებით. „თანამშრომლობა იძლევა საშუალებას, გამოვიყენოთ ის გამოცდილება და შესაძლებლობები, რომელიც ორივე კომპანიას გააჩნია ახალი პროდუქციის შექმნაში და ყავის ხაზის გაფართოებაში“ - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება 7,15 მილიარდ დოლარად გაფორმდა, ამავე შეთანხმებით Nestle -ში სამუშაოდ გადავა Starbucks-ის 500 თანამშრომელი. ლიცენზია ვრცელდება ყავის სამ ბრენდზე — Nescafe, Nespresso და Starbucks-ზე. Nestle-ში იმედოვნებენ, რომ ხელშეკრულება დადებითად აისახება მის შემოსავლებზე და მისი პროდუქციის მომხმარებლების პოტენციურ ზრდაზე.
კოკა კვირკველია