მიხეილ დუნდუა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, დუნდუამ აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი თაბუაშვილი დღეიდან შეცვალა. რაც შეეხება თაბუაშვილს, ის შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის პარალელურად ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო და მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რჩება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ დუნდუა ამ დრომდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.