857007 ლარის - საქართველოს ეროვნული ლატარიის პირველი ჯეკპოტის მფლობელი სწორედ ლალი ზურაბიშვილია.
ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36’’-ის პირველი ჯეკპოტის მფლობელი თბილისელი, 69 წლის პენსიონერი ლალი ზურაბიშვილი აღმოჩნდა. ქალბატონი ლალი ლატარიას სისტემატურად თამაშობს. 28 აგვისტოს მან ,,ლოტო 6/36’’-ის ბილეთი, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საქართველოს ეროვნული ლატარიის ჯიხურში შეიძინა, ციფრები შემოხაზა და 47-ე გათამაშებას დაელოდა.
ქალბატონ ლალის, თავდაპირველად მოგებული თანხა გაცილებით ნაკლები ეგონა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ლატარიის წარმომადგენლებმა მას ჯეკპოტის მოგება მოულოდნელად მიულოცეს, მის სიხარულსა და ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა.
,,ვაიმე ცუდად ვარ, თავი სიზმარში მგონია, ლატარიას სისტემატურად ვთამაშობ, თუმცა აქამდე არასდროს არაფერი მომიგია, სიტყვებით ვერ გადმოვცემ რასაც ეხლა ვგრძნობ და ყველას მსგავსი ბედნიერების განცდას ვუსურვებ, უღრმესი მადლობა საქართველოს ეროვნულ ლატარიას, ამ წარმოუდგენელი სიხარულის მონიჭებისთვის’’, - ეს ლალი ზურაბიშვილის პირველი სიტყვებია მას შემდეგ, რაც მან შეიტყო რომ ის ყველაზე იღბლიანი ადამიანი და 857 007 ლარის მფლობელი გახდა.
საქართველოს ეროვნული ლატარიის პირველი ჯეკპოტის გამარჯვებული თავის კუთვნილ 857 007 ლარს უახლოეს მომავალში საზეიმო ვითარებაში მიიღებს.