ჩინეთის მიერ ციფრული ბაზრის შეზღუდვას, ციფრული ვალუტების გაუფასურება მოჰყვა

ბიტკოინი და სხვა ციფრული ვალუტების უმეტესობაც, ხანმოკლე ზრდის შემდეგ, ისევ გაუფასურდა.

ამის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ ჩინეთმა ციფრული ვალუტების ბაზარი, ქალაქ გუანჟოუშიც შეზღუდა. ამ ქალაქში მოქმედ კომერციულ სტრუქტურებს, ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული საქმიანობა აეკრძალა.

ამის შედეგად, ბიტფაინექსის პლატფორმაზე, ბიტკოინის ფასი, რომელიც 7 000 დოლარზე მაღლა იყო ასული, 0.34 პროცენტით, 6 937.63 დოლარამდე შემცირდა. კიდევ უფრო მკვეთრად დაეცა მეორე ყველაზე პოპულარული ვალუტა - ეთერიუმი. მისი ფასი 2.15 პროცენტით, 282.08 დოლარამდე შემცირდა. პოლონიექსის პლატფორმაზე, 1.4 პროცენტით, 0.34019 დოლარამდე დაიკლო რიპლის XRP-ს ფასმა, ბიტფაინექსის პლატფორმაზე კი, ლაიტკოინი 2.31 პროცენტით, 60.86 დოლარამდე გაუფასურდა.

ჩინეთის მთავრობის მიერ უანჟოუში ციფრული ვალუტების შეზღუდვამდე, ჩინეთში ბაზირებულმა ტრანსნაციონალურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა „ბაიდუმ“ გამოაცხადა, რომ წყვეტს ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებულ საკუთარ ონლაინ ჩატ-ხაზებს.

როგორც გუანჟოუს ხელისუფლება განმარტავს, ციფრული ვალუტებით აქტივობები, საზოგადოების ფინანსური ინტერესების დასაცავად იზღუდება. ჩინეთის მთავრობის განმარტებით, ციფრული ვალუტების აქტივობებს იუანის სტატუსის გასამყარებლად, ფულის გათეთრებისთვის ხელის შესაშლელად და ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ზღუდავს.

ჩინეთის მთავრობამ ციფრულ ვალუტების აკრძალვა გასული სექტემბრიდან დაიწყო. ამ მხრივ, ერთ-ერთი პირველი ღონისძიება ის იყო, რომ პეკინის სასტუმროებს, ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული შეხვედრების ჩატარება აეკრძალა. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედმა ერთ-ერთმა უდიდესმა სოციალურმა მედია პლატფორმა WeChat-მა ახლახან რამდენიმე ციფრული ვალუტის და ბლოკჩეინთან კავშირის მქონე გვერდი დახურა. ინტერნეტ გიგანტმა „ტენცენტმა“ კი გამოაცხადა, რომ საკუთარ პლატფორმაზე ციფრული ვალუტებით ვაჭრობას კრძალავს.

ელექტრონული კომერციის კომპანია „ალიბაბამ“, ციფრულ ვაჭრობაში ჩართული ანგარიშები დახურა.