ეროვნულმა ბანკმა შპს „ლ.ა.ინვესტს" საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს განკარგულებით, საბროკერო კომპანია შპს „ლ.ა. ინვესტს" საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, - ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე  ინფორმაციით, ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული კომპანიის ადგილზე შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების შედეგად მიიღო.