როგორ წარვმართოთ რთველის პროცესი სწორად - რჩევები დამწყებ მევენახეებს

რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რთვე­ლი და­ი­წყე­ბა. რო­გორც იცით ყუ­რძნის კრე­ფა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კა­ხე­თი­დან აგ­ვის­ტოს ბო­ლოს იწყე­ბა და ნო­ემ­ბერ­ში სა­მეგ­რე­ლო-გუ­რია-აჭა­რით სრულ­დე­ბა.

კა­ხეთ­ში უკვე დიდი სამ­ზა­დი­სია და რო­გორც რი­გი­თი მე­ვე­ნა­ხე-გლე­ხე­ბი, ასე­ვე დიდი თუ მცი­რე მარ­ნე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან მეღ­ვი­ნე­ე­ბის­თვის წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მის­თვის. რთვე­ლი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის მხო­ლოდ გარ­თო­ბას­თან, მხი­ა­რუ­ლე­ბას­თან და სა­ღა­მოს გემ­რი­ე­ლად ვახ­შმო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის­თვის კი ეს დღე გა­მორ­ჩე­უ­ლად დიდ ნერ­ვიუ­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც ბუ­ნებ­რი­ვია.

გა­მოც­დი­ლი მე­ვე­ნა­ხე-მეღ­ვი­ნე­ე­ბი ახალ­ბე­დებს ურ­ჩე­ვენ, რომ რთვე­ლი წი­ნას­წარ კარ­გად და­გეგ­მონ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ყვე­ლა პრო­ცე­სი, რად­გან და­უ­გეგ­მა­ვი და სპონ­ტა­ნუ­რი რთვე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მო­შობს ბევრ, ხში­რად გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მას. შეც­დო­მე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­მო­მა­ვა­ლოდ ღვი­ნის ხა­რისხზეც ცუ­დად აი­სა­ხოს.

პირ­ველ ყოვ­ლი­სა, რთვე­ლის და­გეგ­მვის დროს უნდა გან­ვსა­ზღვროთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ყუ­რძნის კრე­ფის პრო­ცეს­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ისიც უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, იქ­ნე­ბა თუ არა ეს რე­სურ­სე­ბი საკ­მა­რი­სი ყუ­რძნის კრე­ფის ერთ თუ ორ დღე­ში და­სამ­თავ­რებ­ლად. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც დათ­ქმულ დრო­ში ვერ ეს­წრე­ბა ვე­ნა­ხის ბო­ლომ­დე დაკ­რე­ფა, დარ­ჩე­ნი­ლი ყუ­რძნის და­მუ­შა­ვე­ბა მო­მა­ვა­ლი კვი­რის­თვის გა­და­ი­დე­ბა ხოლ­მე და ამის გამო შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­სულ­მა წვი­მამ ან სე­ტყვამ დარ­ჩე­ნი­ლი მო­სა­ვა­ლი მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­როს. ეს დიდი რის­კია! ამი­ტო­მაც, სა­სურ­ვე­ლია რთვე­ლი უმოკ­ლეს დრო­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბით ჩა­ტარ­დეს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა