დონალდ ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა, „თუ ის აშშ-ს უკეთ არ მოეპყრობა“.

ამის შესახებ მან „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ისინი საკუთარ მუშაობას არ გააუმჯობესებენ, მე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გავალ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია მრავალი წლის მანძილზე ცუდად ეპყრობა აშშ-ს და ეს ორგანიზაცია ცვლილებებს საჭიროებს.